პარიზი, კაპუცინების ბულვარი, “გრან კაფეს”საბილიარდო “ინდური სალონი”… მთელი მსოფლიოს კინემატოგრაფისტებისა და კინომოყვარულებისათვის ეს სიტყვები ერთ თარიღთან ასოცირდება.
სწორედ აქ, 1895 წლის 28 დეკემბერს იშვა მეათე მუზა, “მეოცე საუკუნის სასწაულად” წოდებული მეშვიდე ხელოვნება – კინემატოგრაფი.
ამ საღამოს გაიმართა მსოფლიოში პირველი საჯარო ფასიანი კინოსეანსი, რომლის ორგანიზატორებიც ლიონელი ფაბრიკატები, ძმები ოგიუსტ და ლუი ლუმიერები გახლდნენ.
ლუმიერებმა მაყურებელს მათ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული “გაცოცხლებული ფოტოგრაფია” წარუდგინეს. აპარატს მათ კინემატოგრაფი უწოდეს.
ლუმიერებმა მაყურებელს მათ მიერ შექმნილი აპარატის მეშვეობით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული “გაცოცხლებული ფოტოგრაფია” წარუდგინეს. აპარატს მათ კინემატოგრაფი უწოდეს.
პირველი სეანსი სულ ოციოდე წუთი გრძელდებოდა და რამდენიმე ერთწუთიანი სიუჯეტისგან შედგებოდა. მაყურებელმა დღეისათვის სახელგანთქმული ფილმები იხილა: “კედელი”, “მატარებლის შემოსვლა”, “მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან”, “ბავშვის საუზმე”, “გაწუწული მებაღე”… ეკრანზე ამოძრავებულმა რეალური ცხოვრების სურათებმა წარმოუდგენელი ეფექტი მოახდინა მაყურებელზე.
ცნობა ახალი სასწაულის შესახებ ელვის სისწრაფით გავრცელდა ქალაქში. მეორე დღეს საღამოს მაყურებელთა რიგი უკვე მიმდებარე ქუჩებს ავსებდა. იწყება კინემატოგრაფის ტრიუმფალური სვლა…
ვენი რეალობა მრავალფეროვან ნამუშევრებს გვთავაზობს კინომატოგრაფიის სფეროში. დღეს უკვე აგარავის უკვირს 3D ფორმატში გადღებული ფილმები, თუმცა საინტერესოა რეალურად სად უნდა ვეძებოთ ხელოვნების იმ დარგის ჩანასახები, რომელელიც ესოდენ დიდ ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს.
ძმები ლუმიერები იყვნენ ერთ-ერთი პირველი კინომწარმოებლები. მათი პირველი ნამუშევარი არის 49 წამიანი ,,Arrival of a Train at La Ciotta” (მატარებლის შემოსვლა სადგურ ლაკიოტაზე). ეს სცენა გადაღებული 1895 წელს ე.წ სინემატოგრაფით. სინემატოგრაფი ეს არის კამერა, რომელიც მოიცავს კინოპროექტორსა და გადამღებ მოწყობილობას. ამ მოწყობილობის გამომგონებლის ვინაობა საკამათოა, თუმცა ცნობილია ის ფაქრი, რომ მოწყობილობა მოგვიანებით ძმებმა ლუმიერებმა შეისყიდეს და დახვეწეს.
სინემატოგრაფით გადაღებული პირვლი სცენის წარმოდგენა ფართო აუდიტორიის წინაშე შედგა პარიზში 1895 წლის 28 დეკემბერს და მას ორგანიზება გაუკეთეს ძმებმა ლუმიერებმა.
ცნობილია ის აქტიც, რომ საზოგადოებისათვის იმდენად წარმოუდგენელი იყო დიდ ეკრანზე მოძრავი სცენის ყურება, რომ მაყურებელს წარმოდგენა გაუჩნდა, რომ შესაძლო იყო მატარებელი ეკრანიდან გადმოსულიყო და ამ ,,მოსალოდნელი საფრთხის” გამო მათი უმრავლესობა იძულებული გახდა დარბაზი დაეტოვებინა.
No comments:
Post a Comment